Safesept Pets სადეზინფექციო ხსნარი ცხოველებისთვის 100 მლ
ტიპი: სადეზინფექციო ხსნარი ცხოველებისთვის
მოცულობა: 100 მლ
დანიშნულება: შინაური ცხოველების, ფრინველებისა და მათი ადგილსამყოფელის დეზინფექცია / დამუშავებისთვის. იდეალურია გადასაყვანი გალიების, ჯამების, ქვეშაგების დეზინფექციისთვის. მოსაქმებისა და მოშარვის შემდეგ ადგილის დეზინფექციისთვის და სუნის გასაქრობად. გამოიყენეთ გადასაყვანი გალიების, ფრინველის გალიების დეზინფექციისთვის. შესაძლებელია შინაური ცხოველის თათების გაწმენდა სახლში დაბრუნებისას.
გამოყენების წესი: შეანჯღრიეთ, შეაფრქვიეთ ხსნარი დასამუშავებელ არეს 20-25 სმ-დან. გააჩერეთ 1 წუთი. არ ჩამოწმინდოთ, რაღ გაძლიერდეს პრეპარატის ზემოქმედება.
მახასიათებლები:
არ შეიცავს ალდეგიდებს, ფენოლებს, ქლორსა და პეროქსიდულ ნაერთებს;
არ აზიანებს დასამუშავებელ ზედაპირს, არ იწვევს მეტალის კოროზიას; არ აშრობს და არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს კანსა და ლორწოვან გარსზე;
არ არის აალებადი, ეკოლოგიურად უსაფრთხოა, დეზინფექციის შემდგომ არ საჭიროებს ჩამორეცხვას.
საშუალებას აქვს ანტიმიკრობული აქტივობა სხვადასხვა გრამუარყოფითი და გრამდადებითი მიკროორგანიზმების, ტუბერკულოზის გამომწვევის, ვირუსების (მათ შორის მწვავე რესპირატორული ინფექციების გამომწვევი ვირუსების, ჰერპესის, პოლიომიელიტი, ყველა სახის ჰეპატიტები, აივ-ინფექცია, ადენო-, როტა-, პაპოვავირუსი), კანდიდას გვარის სოკოს და ტრიქოფოტინის (დერმატოფიტის), ობის სოკოების, შიდა საავადმყოფო ინფექციების გამომწვევების მიმართ, აქვს სპოროციდიული აქტივობა, აგრეთვე ეფექტურია განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების(ნაწლავის ჩხირის, შავი ჭირის, ქოლერის, ციმბირის წყლულის, ქათმისა და ღორის გრიპის და სხვა) მიმართ. არ იწვევს რეზინსესტობას ზემოთ ჩამოთვლილი მიკოროორგანიზმების მიმართ.
შემადგენლობა: პოლი-ჰექსამეტილენ გუანიდინის ჰიდროქლორიდი
უსაფრთხოება: უსაფრთხოა ადამიანისა და ცხოველების ჯანმრთელობისთვის (მიეკუთვნება ნაკლებად საშიშ ნივთიერებების მე4-5 ჯგუფებს)
გვერდითი მოვლენები: თვალში მოხვედრისას დაიბანეთ გამდინარე წყლით 3 წუთის განმავლობაში. კუჭში მოხვედრისას მიიღეთ 6 აბი გააქტიურებული ნახშირი და 0,5 ლ. წყალი.
შენახვის წესები: შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას, მზის სხივებისგან დაცულად, ტემპერატურა +10დან +25მდე.
5.00
0 რეიტინგზე დაყრდნობით
მიმოიხილეთ ეს პროდუქტი
აცნობეთ სხვა მომხმარებლებს, რას ფიქრობთ