MSI GeForce RTX 5070 VENTUS 2X OC 12GB – უახლესი ტექნოლოგია მაქსიმალური წარმადობისთვის
MSI GeForce RTX 5070 VENTUS 2X OC 12GB გახლავთ NVIDIA-ს უახლესი გრაფიკული ბარათი, რომელიც გათვლილია მაღალ ეფექტურობაზე, სტაბილურობაზე და თანამედროვე გეიმინგისა და პროფესიული სამუშაოებისთვის საჭირო ყველა სტანდარტზე. იგი აღჭურვილია 12 GB GDDR7 ტიპის მეხსიერებითა და 192-bit ინტერფეისით, რაც უზრუნველყოფს მონაცემების სწრაფ გადაცემას და მაღალ გრაფიკულ წარმადობას.
ბარათის ბირთვების რაოდენობაა 6,144, ხოლო სიხშირე მუშაობის რეჟიმში აღწევს 2542-2557 MHz-მდე. მეხსიერების სიჩქარე 28 Gbps საშუალებას იძლევა იმუშაოთ მძიმე ვიზუალურ დატვირთვაზე შეფერხების გარეშე.
ინტერფეისები მოიცავს 1 x HDMI 2.1b და 3 x DisplayPort 2.1b პორტს, რაც შესაძლებელს ხდის ერთდროულად ოთხი მონიტორის დაკავშირებას. ბარათს აქვს 16-pin კვების კონექტორი და რეკომენდებულია 650 ვატიანი კვების ბლოკის გამოყენება.
ზომები: 236 x 126 x 50 მმ
შეფუთვის ზომები: 31.5 x 23.5 x 8.5 სმ
წონა: 1.2 კგ
სავაჭრო გარანტია: 12 თვე
კანონისმიერი გარანტია: 24 თვე
MSI RTX 5070 VENTUS 2X OC იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც ეძებს უახლესი არქიტექტურის მქონე გამძლე და მძლავრ ვიდეო ბარათს როგორც თამაშებისთვის, ისე პროფესიონალური გრაფიკული სამუშაოებისთვის.
5.00
0 რეიტინგზე დაყრდნობით
მიმოიხილეთ ეს პროდუქტი
აცნობეთ სხვა მომხმარებლებს, რას ფიქრობთ